სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს ტაქსებით მომსახურებაზე

2017-01-20 16:34
Featured image

ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.gyla.ge

 

ტენდერში მონაწილე კომპანია, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • კომპანიის ავტომანქანები ტექინურად უნდა იყოს გამართული;
  • უნდა ყავდეს მოწესრიგებული და პუნქტუალური თანამშრომლები (ოპერატორი,მძღოლი);
  • კომპანია უნდა უზრუნველყოფდეს მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას;

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება:  

  • დამკვეთის, ან მის მიერ მითითებული პირების გადაადგილება/მომსახურება მითითებული მიმართულებით;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოძახების ადგილზე დროულად მისვლა.

 

განაცხადის წარდგენა:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. ფასების დეტალური ცხრილი თბილისის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს შიგნით;
  2. კილომეტრის ღირებულება;
  3. ერთი წუთის ღირებულება ლოდინის შემთხვევაში;
  4. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  5. გამოძახების ღირებულება
  6. ავტომობილების მარკა და გამოშვების თარიღი.

 

გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gkiphiani@gyla.ge,

განცხადების მიღების ბოლო ვადა არის ამა წლის 15 თებერვალი

წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება ფასისა და მომსახურების საფუძველზე.

გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ: 

გვანცა ყიფიანი  577 07 05 01