ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge
მომსახურების ობიექტი - სასმელი წყალი.
შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადები - შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივადხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღის ვადაში.
საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი, ჯ. კახიძის ქ #15 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქონლის ფასი:
სატენდერო წინადადებაში სასმელი წყლის ერთეულის შეძენისა და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადისჩათვლით შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს ერთი წლის განმავლობაში და არ ექვემდებარებოდეს გადახედვას (შეცვლაშესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში).
ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად გაწეულიმოწოდების/მომსახურების მიხედვით, დღგ-ს გარეშე ან დღგ-ს ჩათვლით.
ღირებულების შესაბამისად, ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი დოკუმენტებისა და მიღება–ჩაბარების აქტისგაფორმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
წინასწარი გადახდის მექანიზმი არ გამოიყენება.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაციაელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე gkiphiani@gyla.ge.
გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
ა) კომპანიის დასახელება და კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);
ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად;
საია უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ.
ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 აპრილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 ს.ი. 0102
ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 (124)
ფაქსი: (995 32) 2923211
Email: gkiphiani@gyla.ge
Web: www.gyla.ge