სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების მომსახურების შეძენაზე

2021-11-22 16:29
Featured image

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების  მომსახურების შეძენაზე

საია აცხადებს ერთწლიან ტენდერს ქართული ტექსტების რედაქტირების მომსახურების შესაძენად.

მომსახურების შესყიდვა და შესაბამისი ანაზღაურება განხორციელდება შერჩეული პირებისგან საჭიროებების შესაბამისად. 

მოთხოვნები:

  • - უმაღლესი ფილოლოგიური განათლება ქართული ენის სპეციალობით
  • - ქართული ტექსტების რედაქტირების გამოცდილება
  • - სამართლებრივ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება

კონკურსანტებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოგზავნონ 2021 წლის 22 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე - gyla@gyla.ge.

რეზიუმეში მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის საფასური ლარში და უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს.

გთხოვთ საგანში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში  განაცხადი არ განიხილება.

კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი განაცხადებისა და შემოთავაზებული ფასების მიხედვით.