ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge
მომსახურება უნდა მოიცავდეს:
- 523 000 აშშ დოლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ფინანსური აუდიტის ჩატარება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის აუდიტორული სტანდარტებისა და ფინანსური აუდიტის 2009 წლის სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების (2009 - Guidelines) შესაბამისად;
წინადადების წარმოდგენა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- ფინანსური აუდიტის ჩატარების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის გამოცდილება;
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
- მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია;
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება;
- ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებისათვისაც კომპანიას გაუწევია მსგავსი მომსახურება;
- შესაბამისი აუდიტორული მომსახურების გაწევის ვადები და მეთოდოლოგია;
- რეკომენდაცია რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან.
ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანია(ებ)ს შესაძლებელია ეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ტენდერის შედეგად შესაძლებელია შეირჩეს ერთზე მეტი კომპანია.
დოკუმენტები მიიღება 2017 წლის 31 მაისამდე. ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge, გთხოვთ საგანში მიუთითოთ: ტენდერი