სტაჟიორები შეირჩევა მართლმსაჯულებისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. სტაჟირება გრძელდება 6 თვის მანძილზე და დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
საჯარო პოლიტიკის მიმართულებით შეირჩევა ერთი სტაჟიორი:
ძირითადი ვალდებულებები:
- სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის პროაქტიული მონიტორინგი
- საჯარო პოლიტიკის სფეროში ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
- სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სამართლის ან პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით;
- სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის მიმართ მაღალი ინტერესი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
მართლმსაჯულების მიმართულებით მიმართულებით შეირჩევა ერთი სტაჟიორი:
ძირითადი ვალდებულებები:
- მართლმსაჯულების ინსტიტუტების მონიტორინგში მონაწილეობა;
- მართლმსაჯულების სფეროში ანალიტიკური დოკუმენტებისა და განცხადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ანალიტიკოსის მითითების შესაბამისად საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;
- საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის დამუშავება
- სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- იურიდიული განათლება (უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსისი სტუდენტი)
- მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მაღალი ინტერესი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- სამოტივაციო წერილი;
- რეზიუმე (CV).
კონკურსის ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
- საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება.
- დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაცია:
- სტაჟირება არაანაზღაურებადია;
- სტაჟირება არ ითვალისწინებს მუდმივად ოფისში ყოფნას და სრული განაკვეთით მუშაობას;
დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ მისამართზე info@gyla.ge, 2022 წლის 1 მაისის დღის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს CV და სამოტივაციო წერილი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე - lchkhetiani@gyla.ge.
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.