სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მიზანია სასამართლო სხდომებზე გამოვლენილი ტენდენციების ობიექტური დამკვირვებლის თვალით დანახვა. სასამართლო პროცესებზე დასწრებითა და გამოვლენილი შემთხვევების ანალიზით, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენა. მონიტორინგის ამოცანაა მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობის შეფასება და იმ ხარვეზების გამოვლენა, რომლებიც სისხლის სამართალწარმოების დროს პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად რეალიზებას უშლის ხელს.
პროექტის მონაწილეები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასამართლო მონიტორებთან ერთად, გამოცდილი იურისტების მენტორობით დაესწრებიან და დააკვირდებიან სისხლის სამართლის პროცესებს, გაეცნობიან სასამართლო მონიტორინგის სახელმძღვანელოს, სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
პროექტი ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობაა 1 თვე.
პროექტი განხორციელდება 3 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.
მონაწილეთა რაოდენობა: 10
პროექტის წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
სასამართლო მონიტორის ვალდებულებები:
- სასამართლოში სისხლის სამართლის სასამართლო პროცესებზე დასწრება
- სასამართლო პროცესზე გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- იურიდიული ფაკულტეტის მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- სისხლის სამართლის პროცესის საბაზისო ცონდა
- სისხლის სამართლის კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების, აღნიშნულ სფეროებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- ავტობიოგაფია (CV), ქართულ ენაზე შესრულებული
- სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა)
ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე vacancy@gyla.ge, 2023 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს CV და სამოტივაციო წერილი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ფოსტაზე tbochorishvili@gyla.ge
გთხოვთ, წერილის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება