შესავალი:
საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2022 წელს დაიწყეს პროექტი “ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევის, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით”. პროექტის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავების, უსაფრთხოების სექტორში ადვოკატირების კამპანიისა და საზოგადოების ინფორმირებულობის პროგრამების შეთავაზებით საპარლამენტო და სასამართლო კონტროლის მექანიზმების დახვეწისა და გაძლიერების ხელშეწყობა.
კონკურსის მიზანი:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ზამთრის სკოლის ჩატარება სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეები სხვა საკითხებთან ერთად გაეცნობიან საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების თეორიულ მნიშვნელობას, მათი პრაქტიკული გამოყენების ასპექტებს და არსებულ გამოწვევებს.
კონკურსის მიზანია, რომ შეარჩიოს მაღალკვალიფიციური კანდიდატი, რომელიც შეიმუშავებს კურსს და ჩაატარებს ტრენინგს სტუდენტებისთვის საპარლამეტო კონტროლის მექანიზმების შესახებ.
ტრენერის ვალდებულებები:
შერჩეული კანდიდატი შეიმუშავებს კურსის მოდულს, რომლის საბოლოო ვარიანტი შეთანხმდება პროექტის გუნდთან. მოდული სავალდებულოა, რომ მოიცავდეს, მაგრამ არა მხოლოდ, ტრენინგის აღწერას, პრეზენტაციას, ჰენდაუთებს და შეფასების ფორმას. ტრენინგი დატვირთული უნდა იყოს პრაქტიკული და სხვადასხვა ინტერაქტიული სავარჯიშოებით. ტრენერი ჩაატარებს 4 დამოუკიდებელ სესიას პროექტის გუნდის მიერ დადგენილ დროს და ადგილას.
ტრენერმა უნდა უზრუნველყოს კურსის გავლის შედეგად მონაწილეების მიერ მიღებული ცოდნის გაზომვა და შეფასება.
სასწავლო მოდული იქნება საიას საკუთრება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საიას თანხმობით.
ანაზღაურება მთლიანი დავალებისთვის:
დარიცხული სახით (Gross pay) 3500 – 4500 ლარი, გამოცდილების შესაბამისად.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება;
- ტრენინგის ან/და სალექციო კურსების შედგენისა და ჩატარების გამოცდილება საკონსტიტუციო ან/და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში;
- სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი - გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.sagaradze@gyla.ge 2022 წლის 20 ოქტომბრის 18:00 საათამდე. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: s.sagaradze@gyla.ge.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. საიას პარტნიორია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და CRRC საქართველო.