საია აცხადებს კონკურსს 2016 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში (სავარაუდოდ, 19-27 ნოემბერს) გასამართი ტრენინგისათვის სასტუმრო მომსახურების საქართველოს მასშტაბით.
მომსახურების მოცულობა:
შესასყიდ მომსახურეობაში შედის, 2016 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში (თარიღი და სტუმრების/დღეების ზუსტი რაოდენობა დაზუსტდება მოგვიანებით):
სტუმრების განთავსება:
სტუმრების კვება (დღეში 1 საუზმე, 1 სადილი და 2 ყავის შესვენება):
ტრენინგ-დარბაზი, ორგანიზებული U-ფორმით:
დამატებითი მოთხოვნები:
- სასტუმროს მოქნილობა სტუმრების განლაგებასთან დაკავშირებით;
- ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა;
- ვენტილაციის გამართული სისტემა;
- სისუფთავის მაღალი სტანდარტი.
მომსახურების საფასური
აღნიშნული მომსახურებისათვის გათვალისწინებულია მაქსიმუმ 10’000 ევრო. უფრო დაბალი ფასის შემოთავაზებებს მიენიჭებათ უპირატესობა შერჩევის პროცესში.
შერჩევის კრიტერიუმი
მომსახურების მიმწოდებელს საია შეარჩევს შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:
- მომსახურების ფასი;
- მომსახურების ხარისხი;
- მოქნილობა პირობებში.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- საერთო ფინანსური შემოთავაზება და ჩაშლილი დეტალური ბიუჯეტი;
- შემოთავაზებული მომსახურების დეტალური აღწერა ფოტომასალით (სასურველია);
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 9 ოქტომბერი. განაცხადები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - macharashvili@gyla.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეონა მაჭარაშვილს - 577 070594