სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის შესამუშავებლად

2022-05-30 12:41
Featured image

თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო პოლიტიკური პროცესების  ხელშემწყობი საგრანტო პროგრამა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს კონკურსს პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის შესამუშავებლად.

საგრანტო კონკურსი ცხადდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მიერ დაფინანსებულიპროექტის „თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში“ ფარგლებში,რომელსაც ორგანიზაცია 2019 წლიდან ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს თავისუფალი და სამართლიანისაარჩევნო-პოლიტიკური პროცესების ადვოკატირებას და მხარდაჭერას. ამის მისაღწევად საიას ინოვაციური იარაღიპოლიტიკური თანასწორობის ინდექსია (Political Equality Index, PEI), რომლის ამოცანა სხვადასხვა, მათ შორის დაუცველი ჯგუფების, საარჩევნო-პოლიტიკური თანასწორობის ხარისხის გაზომვა იქნება. პოლიტიკური თანასწორობის ინდექსი აჩვენებს, რამდენად მჭიდრო კავშირია პოლიტიკურ პროგრამებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოების საჭიროებებს შორის.

პროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური თანასწორობის საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებას, დაუცველი ჯგუფების წევრთათვის საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობების შესწავლასა და პირველი პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მომზადებას.

ამ ეტაპზე შემუშავებულია ინდექსის მეთოდოლოგია და შეგროვებულია შესაბამისი მონაცემები. საბოლოო ეტაპს წარმოადგენს მოგროვებული ინფორმაციის დამუშავება, ანგარიშის მომზადება და ინდექსის შემუშავება.

პროექტის ვადები: ინდექსის შემუშავებისთვის განსაზღვრულია სამი თვე.

ვაკანტური თანამდებობები:

1. სტატისტიკოსი (ერთი ვაკანსია);

2. სოციალური მეცნიერებების ექსპერტი (ორი ვაკანსია);

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს

  1. სტატისტიკოსი:
  2. - უმაღლესი განათლება;
  3. - პროფესიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  4. - დიდი მოცულობის/რაოდენობის მონაცემების დამუშავების გამოცდილება;
  5. - სასურველია პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობის ან კვლევის გამოცდილება.

 

  1. სოციალური მეცნიერებების ექსპერტი:
  2. - უმაღლესი განათლება;
  3. - პროფესიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  4. - დიდი მოცულობის/რაოდენობის მონაცემების დამუშავების გამოცდილება;
  5. - თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების გასაანალიზებელი პროგრამების ცოდნა;
  6. - სასურველია პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობის ან კვლევის გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები : 

- სამუშაოს ორგანიზების უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

II ეტაპი - გასაუბრება

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nkruashvili@gyla.ge 2022 წლის 6 ივნისის 18:00 საათამდე. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.

საკონტაქტო ინფორმაცია 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში  მოგვწერეთ: nkruashvili@gyla.ge

 

საიას თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების  ხელშემწყობ საგრანტო პროგრამას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).