სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონკურსი კვლევის მომზადებაზე

2018-08-01 10:48
Featured image

პროექტი: უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება

პროექტის მიზანი: კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, ასევე საპარლამენტო და უსაფრთხოების სექტორში ადვოკატირების კამპანიის გზით, უსაფრთხოების სექტორზე (საიდუმლო შესყიდვების მიმართულებით) სამოქალაქო - დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების დახვეწისა და გაძლიერების ხელშეწყობა. ამდენად, შესყიდვების პროცესში კორუფციული რისკების მინიმუმამდე დაყვანა.

კვლევის საგანი: საქართველოში უსაფრთხოების სექტორის მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებული პრაქტიკის კვლევა

1. მკვლევარის  მიერ შესასრულებელი დავალება:

- საკვლევი თემატიკის გარშემო მაღალი ხარისხის კვლევის ჩატარება და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება ქვემოთ მოყვანილი თემატიკისა და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით.

2. პოლიტიკის დოკუმენტის შინაარსი:

- პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- შესავალი (დოკუმენტის ზოგადი მიმოხილვა) – 550 სიტყვა

- კვლევის პროცესისა და მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა (საკვლევი საკითხი, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის დიზაინი) – 1100 სიტყვა

- საკვლევი პრობლემის ანალიზი - 11 000 სიტყვა

- არსებული ვითარების შეფასება, პრობლემის განსხვავებული ასპექტები, პრობლემის სიღრმე და მასშტაბი;

- არსებული სისტემის ანალიზი, სისტემის ევოლუციის დინამიკა;

- არსებული სამართლებრივი გარემოს შეფასება.

3. კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციები - 5500 სიტყვა

- სასურველი მოდელის იდენტიფიცირება და დასაბუთება;

- პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელი ნაბიჯების იდენტიფიცირება;

- ნაბიჯების რეფლექსია სავარაუდო რეგულაციებში.

4. დოკუმენტის ტექნიკური პარამეტრები

- A4 ფორმატი, საზღვრები - 1, დაშორება ხაზებს შორის - 1, ფონტი - 11;

- წყაროების მითითება APA აკადემიური სტილის მიხედვით;

- გამოკვეთილი სტრუქტურა, თავებად და ქვეთავებად დაყოფილი ტექსტი სარჩევითა და ბიბლიოგრაფიის მითითებით.

 

პირობები:

-კვლევის მომზადებისთვის შეირჩევა ექსპერტი, რომელთანაც გაფორმდება საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება 6 თვის ვადით, გაგრძელების პერსპექტივით.

-ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და კვლევის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს;

-გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომსახურების ფასის, შესრულების ვადებისა და ექსპერტის გამოცდილების გათვალისწინებით;

 

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე ggobronidze@gyla.ge 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

-CV

-კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია, კვლევის საორიენტაციო სტრუქტურა.

-დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გიორგი გობრონიძეს ნომერზე 032 2936101 (შიდა 147).