საიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მონიტორები იმუშავებენ საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში სხვა პროგრამებთან მჭიდრო კოორდინაციით.
პოზიციის დასახელება - საარჩევნო მონიტორი
სამუშაო განაკვეთი - არასრული
სამუშაო სპეციფიკა - თანამდებობა გულისხმობს დისტანციურ, საველე სამუშაოს
სამუშაო ადგილი - ბათუმი ან თელავი
ანაზღაურება - 320 დოლარის ეკვივალენტი ლარში (დარიცხული)
სამუშაო პერიოდი - 8 თვე
საარჩევნო მონიტორი ვალდებულია მტკიცედ შეინარჩუნოს პარტიული მიუკერძოებლობა მონიტორინგისას და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაში. ასევე დაიცვას მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
ძირითადი ფუნქციები:
ა) განახორციელოს წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი საიას მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, რაც უმთავრესად გულისხმობს ისეთი ფაქტების იდენტიფიცირებას რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე, ან/და უკვე იდენტიფიცირებული ფაქტების გადამოწმებას. მჭირდრო კავშირი ქონდეს სხვადასხვა დაუცველ ჯგუფებთან, დააკვირდეს და ანგარიშებში ასახოს საარჩევნო სუბიექტების მხრიდან მათთან კომუნიკაციის სტრატეგიები;
ბ) მოპოვებული ინფორმაცია ასახოს საიას საარჩევნო ანალიტიკურ ბაზაში და განაახლოს პერიოდულად;
გ) პროექტის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს; მონაწილოება მიიღოს სხვა სუბიექტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში;
დ) მოამზადოს სხვადასხვა სახის დოკუმენტები, მათ შორის მოამზადოს ყოველკვირეული ანგარიშები პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობების შესახებ;
ე) საიას მეთოდოლოგიის შესაბამისად, აწარმოოს მედია მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართლის, სოციალური მეცნიერებების ან ჟურნალისტიკის მიმართულებით.
- ინტერესი საარჩევნო და პოლიტიკური მოვლენების მიმართ;
- სასურველია საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა და ინტერესი;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (word, excel, power point);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი;
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV);
- ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
ეტაპები
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;
საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - vacancy@gyla.ge,
Subject ველში ჩამოთვლილთაგან მიუთითეთ ის პოზიცია, რომელზეც გსურთ დასაქმება, ,,მონიტორი - ბათუმი“, მონიტორი - თელავი.“
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2024 წლის 21 აპრილი 23:59.
საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე: ნანუკა ყრუაშვილი, nkruashvili@gyla.ge.