სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რუსეთის ფედერაციის მიერ „სეპარატისტული“ რეჟიმების აღიარების პრაქტიკა და მისი სტატუსი საერთაშორისო სამართალში: უკრაინისა და საქართველოს საქმეების მაგალითზე

2022-05-02 14:36
Featured image

 

  1. შესავალი

2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ ის კარგად ნაცადი ნაბიჯი გადადგა, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას გულისხმობს. ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების 2008 წლის ბრძანების იდენტური ვერსიით დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები (შემდგომში- “DNR” და “LNR”) ცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მათთან ორმხრივი შეთანხმებებიც კი გააფორმა მეგობრობის, კოოპერაციისა და ორმხრივი დახმარების შესახებ.

დასავლურმა სახელმწიფოებმა აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ დაგმეს, საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასეს იგი და მტკიცედ დაუჭირეს მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.[1]უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი სხვა სახელმწიფოებმაც. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ აღიარება არ დაგმო, მაგრამ მოუწოდა გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შესრულებისკენ,  ასევე ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების პატივისცემისკენ (რაშიც, ბუნებრივია, რუსეთის ინტერესები უნდა იგულისხმებოდეს). შესაბამისად, განმეორდა ის, რაც საქართველოსთან მიმართებით ბოლო 14 წელი ხდებოდა. 

წინამდებარე ბლოგის მიზანია, მიმოიხილოს რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პრაქტიკის თავსებადობა საერთაშორისო სამართალთან და მის პრინციპებთან. პირველ რიგში, მსჯელობა იქნება აღიარების პოლიტიკის განმაპირობებელ ფაქტორებსა და რუსეთის ფედერაციის თანმდევ პოლიტიკურ მიზნებზე. შემდეგ კი, სამართლებრივად იქნება შეფასებული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარება, კოსოვოს (სერბეთის სეპარატისტული რეგიონის) საქმესთან პარალელების გავლებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შექმნილი სიტუაციის არაღიარების ვალდებულებაზე მსჯელობით და იმის შეფასებით, თუ რამდენად აკმაყოფილებენ სეპარატისტული რეგიონები „სახელმწიფოს“ არსებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.

 

შალვა ქიტესაშვილი

საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის თანაშემწე

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

------------

​ბლოგის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე ან ქვემოთ დანდართულ ფაილში