საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს კონკურს პროექტის შემფასებლის შესარჩევად:
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი სახელწოდებაა „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში„. პროექტი ხორციელდებოდა 2016 წლის 7 ივლისიდან 2017 წლის 7 ივლისის ჩათვლით.
შემფასებლის სამუშაო მოიცავს შემდეგ საქმიანობას:
- დაახლოებით 25 ინტერვიუ (პირისპირ ან ტექნიკური საშუალებებით);
- სამაგიდე კვლევა (პროექტის მიერ შემუშავებული მასალის ანალიზი - დაახლოებით 10 კვლევის ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია).
შეფასებასთან დაკავშირებული სამუშაოები (ინტერვიუ, სამაგიდე კვლევა) უნდა დასრულდეს 1 ნოემბრამდე, ხოლო შეფასების საბოლოო ანგარიშის ჩაბარების უკანასკნელი ვადაა 10 ნოემბერი. ვადის გადაცილება აისახება ჰონორარის ოდენობაზე.
ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:
- ინგლისურად დაწერილი;
- მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 გვერდის მოცულობის;
- ფორმატი - A4, ფონტი - Arial 12, ნორმალური საზღვრებით, ხაზებს შორის დაშორება - 1.
შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
- სარჩევი;
- პროექტის შინაარსის მოკლე აღწერა;
- შეფასების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა;
- რესპოდენტების შესახებ მოკლე ინფორმაცია;
- პროექტის მიღწევების აღწერა;
- პროექტის გამოწვევების აღწერა და რეკომენდაციები მათი გადალახვისთვის;
- რეკომენდაციები პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად;
- მოკლე შეჯამება.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:
- კვლევითი მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების მინინუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.
საია უპირატესობას მიანიჭებს კანდიდატებს შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:
- საერთო ცოდნა საიას საქმიანობის შესახებ;
- მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასების გამოცდილება.
პროექტის შემფასებლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- დეტალური CV;
- წარსულში შესრულებული მინიმუმ ერთი ანგარიშის მაგალითი;
- მოკლე (მაქსიმუმ ერთგვერდიანი) სამოტივაციო წერილი);
- კვლევის მეთოდოლოგიის დაახლოებით 2-გვერდიანი აღწერა.
საბუთები მიიღება ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მეშვეობით: macharashvili@gyla.ge, 2017 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.