სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პლენარულ განხილვაზე მხარი დაუჭიროს 37,455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანიც ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა.
2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%.
საქართველოში მოსახლეობის 52.3% ქალია, თუმცა არჩევით თანამდებობებზე ქალების წარმომადგენლობა შეუსაბამოდ დაბალია. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 16% მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატების 13.46%-ია ქალი. ამ მაჩვენებლებით, საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მიუხედავად უკანასკნელ წლებში არჩეულ ქალთა რაოდენობის მცირე ზრდისა, არსებული ტემპებით საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ათეული წლები დასჭირდება.
გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალებს არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უწევთ. ქალთა წარმომადგენლობას ხელს არ უწყობს საქართველოში დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემაც.
არსებული ბარიერების დაძლევა თანასწორობის უზრუნველსაყოფად ქმედითი ზომების გატარებას მოითხოვს. პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირება, სწორედ საკანონმდებლო, დროებით ზომას წარმოადგენს ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალების რაოდენობა პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში ძალიან ცოტაა და მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას, რაც 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერითაც დასტურდება.
საქართველოს სახელმწიფომ 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, ქალთა და მამაკაცთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის, მათ შორის განსაკუთრებული ზომების გატარების, ვალდებულება, აიღო. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულება არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მათ შორის „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW) კონვენციიდან. კონვენციის ფარგელებში არსებული კომიტეტის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მიერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენის შემდეგ შემუშავდა აღნიშნულია, რომ საქართველოს ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას გენდერული თანასწორობის განსამტკიცებლად, მათ შორის მიიღოს სავალდებულო ზომები ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირთან ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 შეიცავს ახალ ვალდებულებას საქართველოსთვის, გადადგას აქტიური ნაბიჯები პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს აძლევს ისტორიულ შანსს, ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას. მისასალმებელია, რომ საკომიტეტო განხილვის ეტაპზე, კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული განვითარების კომიტეტებმა.
მოვუწოდებთ პარლამენტს დროულად განიხილოს საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე. უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური ნება და დაუჭირონ მხარი საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას.
1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
3. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
4. ქალთა ფონდი საქართველოში
5. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
6. კავშირი „საფარი“
7. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
8. თანასწორობის მოძრაობა
9. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
10. მწვანე ალტერნატივა
11. ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო
12. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის
13. ახალგაზრდა ფემინისტთა საინიციატივო ჯგუფი
14. საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი
15. ქალები რეგიონის განვითარებისთვის
16. თელავის გენდერის მედიაცენტრი
17. რუსთავის გენდერი მედიცენტრი
18. გორის გენდერის მედიაცენტრი
19. ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი
20. ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრი
21. ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი
22. ბათუმის გენდერის მედიაცენტრი
23. ახალციხის გენდერის მედიაცენტრი
24. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
25. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
26. „ჰააგის კლუბი“
27. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო
28. სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე
29. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
30. საერთაშორისო ასოციაცია "ქალი და ბიზნესი"
31. ასოციაცია "მრავალეროვანი საქართველოს ქალები"
32. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“
33. საინიციატივო ჯგუფი ,,ქალები საქართველოსთვის”
34. „განათლებისა და შრომის ასოციაცია"
35. ჰელფინგ ჰენდ
36. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
37. “ქალთა მზერა“
38. „ქალები საქართველოდან“
39. „უფლებებისა და განათლებისათვის“
40. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
41. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
42. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
43. დემოკრატიის ინსტიტუტი
44. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"
45. ნაბიჯი ხარაგაული
46. მრავალეროვანი საქართველო
47.დემოსი
48. ასოციაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“
49. დუშეთის განვითარების ფონდი
50. მეგობრობის ხიდი “ქართლოსი”
51. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
52. უკეთესი მომავლისათვის
53. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი
54. სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
55. ასოციაცია "ათინათი"
56. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
57. რაჭა ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი
58. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი
59. ჩვენ – ჯანსაღი მომავლისთვის
60. ასოციაცია „დეა“
61. ასოციაცია „ტოლერანტი“
62. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი
63. ფონდი „აფხაზინტერკონტი“
64. საუნჯე
65. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი
66. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
67. სათემო კავშირი „ნუკრიანი“
68. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
69. ჩვენი ფშავი
70. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
71. რეგიონის განვითარების ცენტრი
72. საზოგადოება „ბილიკი“
73. ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
74. კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის
75. ასოციაცია „ზეკარი“
76. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ”ინტელექტი”
77. მწვანე სექტორი
78. კარგი მმართველობისა და განათლების ფონდი
79. დემოკრატიისა და ეფექტური მმართველობის ცენტრი
80. საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი
81. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
82. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
83. ასოციაცია „ზეკარი“
84. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
85. ასოციაცია „ვეჟინი“
86. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
87. ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი
88. ასოციაცია "ლორე"
89. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
90. შშმ პირთა იმერეთის რეგიონული ორგანიზაცია „სრულფასოვანი ცხოვრებისათვის"
91. „საქართველოს დემოკრატიის სახლი“
92. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი”
93. გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა"
94. სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია "სელა"
95. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
96. განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი
97. „ფონდი ტასო“
98. ახალგაზრდა სოციალისტები
99. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"
100. საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი
101. გორის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი
102. გორის ფოტოგრაფთა კლუბი
103. გორის სათემო რადიო "მოზაიკა"
104. ქართული მედია ჯგუფი
105. გორის "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი"
106. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
107. კავშირი "ნაბიჯი მომავლისკენ"
108. ასოციაცია “ქალი და განვითარება"
109. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
110. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
111. ციხის საერთაშორისო რეფორმა - საქართველო
112. „იარე ფეხით“
113. „განათლების ცენტრი"
114. სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი „თანამონაწილე''
115. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
116. შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის
117. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია და სოციალური საწარმო "ბაბალე"
118. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი