დღეს, 24 აგვისტოს, კონსტიტუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა გახლდათ "საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანა”. მრგვალ მაგიდაზე მოწვეულნი იყვნენ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მასმედიისა და მთავრობის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები არ გამოცხადებულან.