მოქალაქე ს.ს.ი.პ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წინააღმდეგ
2010-05-16 11:55
საია საადვოკატო მომსახურებას უწევდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილ მ.გ.-ს, რომელსაც ომის დროს დაეწვა პირადი დოკუმენტები, მათ შორის დაბადების მოწმობა.
საარქივო მასალების არარსებობის გამო მოქალაქემ ვერ შეძლო დაბადების მოწმობის აღდგენა, ამიტომ იძულებული გახდა დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად მიემართა სრს ქურთას სამსახურისათვის, რომელმაც დაადგინა მხოლოდ დაბადების ფაქტი მშობლების ვინაობის დადგენის გარეშე, რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მ.გ.-ს მშობლების დაბადების მოწმობაში მითითება.
აქედან გამომდინარე მ.გ._მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, თუმცა სააგენტომ ძალაში დატოვა სრს ქურთას სამსახურის გადაწყვეტილება, რაც მ.გ.-მ საიას დახამრებით გაასაჩივრა სასამართლოში.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მასალები არ იყო სათანადოდ შესწავლილი. მოქალაქე მ.გ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სრს ქურთას სამსახურის და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სრს ქურთას სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.