ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge
მომსახურების ობიექტი - ცალკეული სახის კარტრიჯების (ორიგინალი და ასევე არა ორიგინალი): CF283X, CRG337, 052, 26A, CE255A, 278, 285, 505,2612,435,436; Xerox 3100 MFP შეძენა/დამუხტვა;
დამატებითი მოთხოვნები:
- კარტრიჯი უნდა იყოს შეფუთული ტრანსპორტირების დროს დაზიანებისაგან და ნესტისაგან დასაცავად.
- კარტრიჯები უნდა იყოს მარკირებული
- წუნდებული კარტრიჯების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის 2%-ს.
- აღმოჩენილი ნაკლი უნდა გამოსწორდეს კონტრაქტორის ხარჯებით და ძალებით.
- კარტრიჯების დამუხტვა უნდა განხორციელდეს მაღალი ხარისხის მოწყობილობებით, საამქროში უნდა იყოს შესაბამისი პირობები.
- თვეში შესაძენი/დასამუხტი კარტრიჯების რაოდენობა არის საშუალოდ 70-100 ცალი.
შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადები - შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი, ჯ. კახიძის ქ #15 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ქსელური მაღაზიების არსებობის შემთხვევაში თელავში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდისა და ბათუმში საიას ოფისების შესაბამის მისამართებზეც).
საქონლის ფასი:
სატენდერო წინადადებაში კარტრიჯის ერთეულის შეძენის საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის ჩათვლით შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
N |
კარტრიჯის მოდელის დასახელება |
დახასიათება |
ერთეულის ფასი ტრანსპორტირების ჩათლით დღგ-ს გარეშე |
ერთეულის ფასი ტრანსპორტირების ჩათლით დღგ-ს ჩათვლით |
მოწოდების ვადა მოთხოვნიდან არაუგვიანეს ---- დღისა |
1 |
|
|
|
|
|
2 |
|
|
|
|
|
3 |
|
|
|
|
|
4 |
|
|
|
|
|
5 |
|
|
|
|
|
კარტრიჯის დამუხტვის ფასში, ზემოაღნიშნულთან ერთად უნდა იყოს ფიქსირებული და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს კარტრიჯის სრული აღდგენა, რაც ტონერის ფხვნილის შევსების გარდა გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაზიანებული დეტალის გამოცვლას ( ფოტოდოლი, მაგნიტური ლილვი, PCR რეზინის ლილვი, გამწმენდი რაკელი, დოზირების რაკელი, ჩიპი, კორპუსი).
წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს 2020 წლის 31 დეკემბრამდე და არ ექვემდებარებოდეს გადახედვას (შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში).
ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად გაწეული მოწოდების/მომსახურების მიხედვით, დღგ-ს გარეშე ან დღგ-ს ჩათვლით.
ღირებულების შესაბამისად, ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი დოკუმენტებისა და მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
წინასწარი გადახდის მექანიზმი არ გამოიყენება.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე gkiphiani@gyla.ge.
გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
ა) კომპანიის დასახელება და კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);
ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად;
საია უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ.
ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 19 თებერვალი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 ს.ი. 0102
ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 (136)
ფაქსი: (995 32) 2923211
Email: gkiphiani@gyla.ge
Web: www.gyla.ge