ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2023 წლის 5-7 ივნისის სხდომაზე „ცინცაბაძის ჯგუფის” საქმეების აღსრულების საკითხი შეაფასა და საქართველოს ხელისუფლებას ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების ფარგლებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
„ცინცაბაძის ჯგუფის” საქმეები, რომელსაც მინისტრთა კომიტეტი გაძლიერებული პროცედურის ფარგლებში ზედამხედველობს, სიცოცხლის უფლების ხელყოფის, არასათანადო მოპყრობის აკრძალვას და ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობას შეეხება. 2023 წლის 21 აპრილს საიამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა.
წერილობითი მოსაზრება მოიცავს ეროვნულ დონეზე არსებულ ისეთ მნიშვნელოვან ხარვეზებს როგორებიცაა:
- პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება;
- სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის ჩართვასთან დაკავშირებული ხარვეზები, მათ შორის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და დაზარალებულის მხრიდან საგამოძიებო პროცესის დაკვირვებასთან დაკავშირებული გამოწვევები;
- წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის სამართლებრივი გარანტიების არარსებობა.
2023 წლის ივნისის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, კერძოდ:
- კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გავრცელებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებზე. დეპუტატებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, განაგრძოს მათი ინფორმირება გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად დამატებით ზომებზე, მათ შორის, საკანონმდებლო სისტემის გაუმჯობესებითა დასპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფით. მინისტრთა კომიტეტმა სახელწიფოს ევროპის საბჭოს ექსპერტიზითა და თანამშრომლობით სარგებლობაშესთავაზა;
- კომიტეტმა მწუხარებით აღნიშნა, რომ დაზარალებულებს პროცედურული უფლებებითსარგებლობასთან დაკავშირებით მუდმივად ექმნებათ დაბრკოლებები. კომიტეტმა კიდევ ერთხელმოუწოდა ხელისუფლებას, რომ შეფერხების გარეშე გადადგას კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;
- კომიტეტმა ინტერესი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მზადდება გამომძიებლებისათვის დანაშაულის კლასიფიკაციის საკითხზე სახელმძღვანელოები და მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოს, შემუშავებული მეთოდოლოგიის კონვენციის სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალთან შესაბამისობა;
- მინისტრთა კომიტეტი მიესალმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და პატიმრობის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს, რაც მიზნად ისახავს არასათანადო მოპყრობის გამოვლენისა დამასზე რეაგირების გაუმჯობესებას. ამ კუთხით მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყონ რომ ჯანდაცვის სპეციალისტებს ჰქონდეთ ვალდებულება, შეატყობინონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არასათანადო მოპყრობის ნებისმიერი ეჭვის შესახებ, მაშინაც კი, თუ სამედიცინო შემოწმებაზე არ არსებობს პატიმრის ინფორმირებული თანხმობა; ასევე, ეფექტიანად წარიმართოს სამართალდამცავებსა და ფიზიკურ პირებს შორის ინტერაქციის დროს, მათი კომუნიკაციის ვიდეო/აუდიო ჩაწერა;
- კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას, მიაწოდოს სტატისტიკური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, გამოძიებებსა და მსჯავრდებებზე/სანქციებზე, გამოძიების დროს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და გამოძიებისას შესაბამისი მოხელეების საქმიანობის შეჩერებაზე. მინისტრთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ხელისუფლებამ უნდაუზრუნველყოს დაუსჯელობის აღკვეთა ადამიანთა უფლებების დარღვევებზე, რასაც სათანადოდ უნდა პასუხობდეს ამნისტიის შესახებ კანონიც.
რაც შეეხება ინდივიდუალურ საქმეებს, კომიტეტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მიმდინარე გამოძიების სწრაფად დასრულების მნიშვნელობას და შეშფოთება გამოთქვა განახლებული გამოძიების არაეფექტიანობაზე, მათ შორის, იმ გარემოებაზე, რომ 6 საქმეში დაზარალებულებს სტატუსი ჯერ კიდევარ მინიჭებიათ. კომიტეტმა კიდე ერთხელ სთხოვა სახელმწიფოს, წარმოადგინოს ინფორმაცია კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით განხორციელებული ან დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
მინისტრთა კომიტეტი „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეთა განხილვას 2024 წელს განაახლებს. საია აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს მიერ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში ასახული ინდივიდუალურიდა ზოგადი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს.
ამ საქმეების აღსრულების მონიტორინგს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.