საკვლევ საგანს წარმოადგენს: საქართველოში, მართლმსაჯულების სფეროში, განხორციელებული რეფორმები. კვლევა მზადდება USAID-ის პროექტის - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) ფარგლებში, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში.
დოკუმენტის მიზანია, შეაფასოს სასამართლოს რეფორმის მე-4 ტალღა და მის პარალელურად ინიცირებული სხვა ცვლილებები, ისევე როგორც მათი იმპლემენტაცია და გამოკვეთოს პერსპექტივები, რომელიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას.
კვლევამ უნდა დაფაროს, მათ შორის, შემდეგი საკითხები:
- სასამართლო სისტემის ზოგადი მდგომარეობა, კლანური მმართველობა;
- საერთო სასამართლოების სისტემა;
- უზენაესი სასამართლო;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
- მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების სისტემა;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
კვლევის მომზადებისას გამოყენებული უნდა იყოს შემდეგი ინსტრუმენტები:
· არსებული ნორმატიული ჩარჩო, როგორც საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე აქტები;
· საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით მიღებული, ასევე ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები;
· არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტები;
· ინტერვიუები მოსამართლეებთან და მართლმსაჯულების სფეროსთან დაკავშირებულ პირებთან;
· საერთაშორისო სამართლებრივი აქტები და ევროკავშირის ქვეყნების კარგი პრაქტიკა.
კვლევისთვის დადგენილი ძირითადი სტანდარტები:
1. ნაშრომს უნდა წაემძღვაროს მეთოდოლოგია (კვლევის მიზანი; ჰიპოთეზა - ასეთის არსებობის შემთხვევაში; შერჩევა; მონაცემების შეგროვების მეთოდი; მონაცემების ანალიზის მეთოდი; კვლევის შეზღუდვები), აგრეთვე მოკლე ინფორმაცია კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ. მეთოდოლოგიაში ავტორმა უნდა განმარტოს, რა მეთოდით საკვლევი საკითხი, როგორ შეარჩია შესადარებელი ქვეყნები და ა.შ. რაც შეეხება მიგნებებს, ეს ნაწილი უნდა ასახავდეს მოკლე და ზოგად ინფორმაციას კვლევის საკვანძო საკითხების შესახებ;
2. კვლევა უნდა იყოს სტრუქტურირებული და შედგებოდეს შესავლის, მეთოდოლოგიის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან;
3. ტექსტი შესრულებული უნდა იყოს sylfaen – „12“ ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტის “10” ზომით; სტრიქონები უნდა დაშორდეს 1.0 ინტერვალით. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს გვერდის ბოლოს, მარჯვენა მხარეს.
4. შესაძლებელია, კვლევის პროცესში სხვა სტანდარტების დაცვაც გახდეს აუცილებელი.
პირობები:
- დოკუმენტის მომზადებისთვის შეირჩევა ექსპერტი, რომელთანაც გაფორმდება 4 თვიანი საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება 1-ლი ოქტომბრიდან;
- ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, ექსპერტმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და კვლევის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს პროგრამის დირექტორს;
- გადაწყვეტილება მიიღება მეთოდოლოგიისა და ექსპერტის გამოცდილების გათვალისწინებით;
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე gyla@gyla.ge 2020 წლის 24 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ:
- CV;
- კვლევის მეთოდოლოგია (არაუმეტეს 700 სიტყვისა);
- კვლევის საორიენტაციო სტრუქტურა;
- კვლევის საორინეტაციო ბიუჯეტი.