2015 წლის 14 იანვარს საყდრისი-ყაჩაღიანის მოვლენების შესახებ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველაზე მსხვილმა ევროპულმა გაერთიანებამ - ,,ევროპა ნოსტრამ’’ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
,,ევროპა ნოსტრა” მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეწყდეს ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება, რომელიც, როგორც ევროპა ნოსტრა აღნიშნავს მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს მაღაროა.
,,ევროპა ნოსტრა’’ ასევე სოლიდარობას უცხადებს კამპანიას, რომლის მიზანია საყდრისი-ყაჩაღიანის გადარჩენა და აცხადებს მზადყოფნას რომ მხარში დაუდგეს სამოქალაქო საზოგადოებას რათა შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის შემდგომი განადგურება
.
ორგანიზაცია ასევე შეუერთდა პეტიციას, რომელიც საყდრისის ნგრევის შესაჩერებლად შეიქმნა. პეტიციას ამ დროისთვის მსოფლიოს 28 ქვეყნიდან 2
50-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
,,ევროპა ნოსტრა’’ წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს გაერთიანებას კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, რომელიც აერთიანებს 5 მილიონზე მეტ ადამიანს, 250 წევრ ორგანიზაციას და 150 ასოცირებულ წევრს (მათ შორის, მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა VOLVO, სამთავრობო უწყებები, ადგილობრივი თვითმმართველობები). ,,ევროპა ნოსტრა’’ მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNESCO, ევროპის საბჭო და სხვა.