სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 27 აპრილი
იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 7, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 18 პირი.
კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2023 წლის ივნისიდან.სტაჟირების პროცესი წარიმართება როგორც პირისპირ, ისე - დისტანციურ რეჟიმში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.
თანაშემწის/სტაჟიორის მოვალეობებია:
- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში ადვოკატების დახმარება;
- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულპროგრამაში ასახვა და პირად/სატელეფონო კონსულტაციებზე დასწრება;
- საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
- კონკრეტულ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება; - იურისტების დავალებების შესრულება;
- სამართლებრივი ბროშურების შედგენისას იურისტების დახმარება.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.
კონკურსის ეტაპები:
- წერითი გამოცდა - დაშვებული იქნება კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად შეავსებს ფორმას/ატვირთავს შესაბამის დოკუმენტებს.
წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს ევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით, განაცხადში მონაწილის მიერ მითითებული სფეროს მიხედვით;
- გასაუბრება - დაშვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გადალახავს პირველ ეტაპს.
განაცხადების მიღება
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა (მათ შორის, ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტი) სრულად:
სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 27 აპრილი, 23:59 საათი.
წერითი გამოცდისა და გასაუბრების თარიღები და ფორმატი, ასევე კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საიტზე - www.gyla.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირები: ვერიკო ჯგერენაია და მარიამ გაბროშვილი ელ. ფოსტა: vjgerenaia@gyla.ge, mgabroshvili@gyla.ge