სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონკურსი კვლევის მომზადების თაობაზე

2016-06-23 10:26
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევის მომზადების თაობაზე. საკვლევ საგანს წარმოადგენს: ქალთა საკუთრების უფლება სხვადასხვა ქვეყნებში -  საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა და შედარებით ანალიზი. 

კვლევაში განხილული უნდა იყოს მეუღლეთა თანასაკუთრებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ის სტერეოტიპული მიდგომები და შეხედულებები, რომელიც დაკავშირებულია მეუღლეების ერთიანი საკუთრების რეგისტრაციის საკითხებთან. როგორია ამა თუ იმ სახელმწიფოს მიდგომა/პოლიტიკა ქალთა საკუთრების  მიმართ და რა სახის ღონისძიებებს ატარებენ ქვეყნები არსებული სტერეოტიპული მიდგომების აღმოსაფხვრელად. აღნიშნულის გარდა კვლევა ასევე უნდა მოიცავდეს, იმ პრობლემების აღწერილობით ნაწილს, რომელიც თან ახლავს ქონების თანასაკუთრებაში დაურეგისტრირებლობის შემთხვევებს. 

 

კვლევისთვის დადგენილი ძირითადი სტანდარტები:

- კვლევას უნდა წაემძღვაროს მოკლე ინფორმაცია კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ და მასში არ უნდა იქნეს გამოყენებული სქოლიოები და ეს ნაწილი უნდა შეიცავდეს მოკლე და ზოგად ინფორმაციას კვლევაში ასახული ძირითადი მიგნებების შესახებ. შესაბამისად, კვლევის ამ ნაწილში უნდა აისახოს კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი გამონათქვამები და დასკვნები, აგრეთვე აღწერდეს მის სტრუქტურას;

- კვლევა უნდა იყოს ერთიანად სტრუქტურირებული და შედგებოდეს, შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან. ტექსტის ძირითადი ნაწილის სტურქტურირებისას შეძლებისდაგვარად დაცული უნდა იქნეს საამისოდ გათვალისწინებული სამსაფეხურიანი სისტემა: I., 1., ა.; „I“ და „1“ დონეები უნდა დასათაურდეს ქვესათაურებით. „ა“ და „აა“ (არსებობის შემთხვევაში) დონეები არ უნდა დასათაურდეს.

- სქოლიოები არ უნდა აჭარბებდნენ ტექსტის მთლიანი მოცულობის 10%-ს. სქოლიოს მითითებისას ავტორმა უნდა დაიცვას მის მიერ არჩეული სქოლიოს წარმოების ერთიანი სტილი. ავტორმა სქოლიოში უნდა მიუთითოს თავის მიერ მოყვანილი ციტატებისა და ფაქტობრივი გარემოებების წყარო.

- ტექსტი შესრულებული უნდა იყოს AcadNusx _12 ფონტით, უცხოენოვანი ტექსტი _ Time New Roman _12 ფონტით, სქოლიო _ იმავე ფონტების “10” ზომით; სტრიქონები უნდა დაშორდეს ერთი ინტერვალით. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს გვერდის ბოლოს, მარჯვენა მხარეს. 

- კვლევის ტექსტი ძირითადად, უნდა გადმოიცეს III პირში, ავტორი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მაქსიმალურად უნდა მოერიდოს I პირში თხრობას. კვლევას არ დაერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია (წყაროები განთავსებულია სქოლიოებში).

 

 

პირობები:

- კვლევის მომზადებისთვის შეირჩევა ერთი პირი;

- გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფასისა და შესრულების დროის მიხედვით;

- დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 30 ივნისის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

- CV

- კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია, მათ შორის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელიც შესწავლილი იქნება კვლევის ფარგლებში და მათი შერჩევის არგუმენტაცია. ამასთან, კვლევის მიზნებისათვის შერჩეული ქვეყნები უნდა წარმოადგენდეს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებს, რომლებსაც წარსულში ქონდათ საქართველოს მსგავსი გამოწვევები საკვლევ თემატიკასთან დაკავშირებით და წარმატებით განახორციელეს შესაბამისი რეფორმა და ამასთან მათი სოციალურ პოლიტიკური განვითარების დონე საქართველოს მსგავსია.

 

განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: ნინო ჩიხლაძე - chikhladze@gyla.ge