სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს ეხმიანება

2020-09-08 14:30
Featured image

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც არსებობს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში. ცვლილებების პაკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასა და კანდიდატების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას შეეხება. 

2019 წელს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაზე მუშაობის პერიოდში, კოალიციამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პარლამენტს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარუდგინეს, რომელიც დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისა და პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვის გარანტიებს აწესებდა1. რეკომენდაციების დიდი ნაწილი საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა. შესაბამისად, წარმართულმა პროცესმა გამოავლინა არაერთი პრობლემა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახა თავად პროცესის ხარისხზე. საქართველოს პარლამენტმა ასევე არ გაითვალისწინა კოალიციის რეკომენდაცია თანამდებობაზე არ გაემწესებინა უზენაესი სასამართლოს რიგი მოსამართლეები, რომელთა კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება და სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

კოალიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას შემოთავაზებული ცვლილებები ვერ შეცვლის. შეუძლებელია მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესება თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების გარეშე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების გაუმჯობესებამ უნდა მოიცვას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის, ისე საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის ეტაპი. წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ იქონიებს არსებით გავლენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არსებულ

 


[1] იხ. კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” წინადადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით. ელექტრონულად ხელმისაწვდომია - http://coalition.ge/files/statement_2019_01_24.pdf

ასევე,  კოალიციის მიმართვა ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროსადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით. ელექტრონულად ხელმისაწვდომია - http://coalition.ge/index.php?article_id=204&clang=0

ეუთო/ODHIR-ის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ მომზადებული მეორე ანგარიში. ელექტრონულად ხელმისაწვდომია - https://www.osce.org/files/f/documents/3/1/443497_0.pdf