კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის წერილით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში ინტერესთა კონფლიქტის განმარტებისა და ქცევის კოდექსის გამოყენების დამკვიდრებული პრაქტიკის თაობაზე. წერილი შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუს „პირველი სტუდია“ წამყვანის პოზიციიდან განთავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესების შერჩევით გამოყენების შესახებ.