კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აცხადებს ესსეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე - სასამართლო, როგორც საზოგადოების მცველი ევროკავშირის ქვეყნებში. კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა.
კონკურსის მიზანია, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და მათი წახალისება იმისთვის, რომ ამ საკითხზე კვლევა გააგრძელონ. მონაწილეებმა უნდა გააცნობიერონ რა როლი აქვს სასამართლოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც საქართველოში, ასვე ევროკავშირის ქვეყნებში.
ნაშრომში ყურადღება უნდა გამახვილდეს, რა როლი აქვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ევროკავშირის ქვეყნებში, რამდენად დიდი კავშირია სამართლიან სასამართლოსა და მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობას, ადამიანის ძირითადი უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შორის. მეორე მხრივ, ნაშრომში უნდა გამოიკვეთოს საქართველოს კონტექსტი. ესსეში განხილული უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობა. ნაშრომი შეიძლება შეეხოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების, იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
ნაშრომის მახასიათებლები:
ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1500 და არაუმეტეს 3000 სიტყვა. იგი უნდა შედგებოდეს შესავლისგან, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისგან, ასევე უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, საიას აკადემიური წერის სტანდარტების შესაბამისად.1
სამი საუკეთესო მონაწილე დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით - პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს ლეპტოპს, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ პლანშეტებს.
ნაშრომი ფასდება 100 ქულიანი სისტემით:
● საკვლევი საკითხის რელევანტური მასალის, საერთაშორისო გამოცდილების ასახვა და ადგილობრივი კონტექსტის კრიტიკული გააზრება – 30 ქულა;
● ანალიზის, არგუმენტებისა და დასკვნების გამართულობა - 30 ქულა;
● ნაშრომის ენობრივი და სტილისტური გამართულობა - 30 ქულა;
● საკვლევი საკითხის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა - 10 ქულა.
ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ესსეს გამოგზავნა. არ მიიღება უკვე გამოქვეყნებული ნაშრომები. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება კონკურსიდან.
ნაშრომების წარმოდგენის ვადაა - 31 მარტი და იგი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: tkhukhia@gyla.ge. ( „subject”-ში მიუთითეთ „ესსეების კონკურსი“.) კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე: tkhukhia@gyla.ge
**** კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 2011 წლის 29 აპრილს შეიქმნა და 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. 2
კოალიციის მიზანია ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, პროფესიული და ბიზნეს ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლების ძალისხმევის გაერთიანება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად.
კოალიციას 2023 წლიდან თავმჯდომარეობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
1 აკადემიური წერის სახელმძღვანელო.
2 კოალიციის ვებ-გვერდი იხ: https://coalition.ge/