სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 20:00 საათისთვის

2015-10-31 20:22
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის 31 ოქტომბერს მარტვილსა და საგარეჯოში მაჟორიტარული სისტემით გასამართ შუალედურ არჩევნებს აკვირდება.

 

აღსანიშნავია, რომ 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს გარკვეული სახის თავისებურებები ახასიათებდა, რაც გარკვეულწილად განასხვავებდა მას სხვა არჩევნებისგან:

  •  შუალედური არჩევნები ერთგვარი პოლიტიკური ბოიკოტის პირობებში წარიმართაროგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე.
  • ხმის მიცემა დაბალი აქტივობით წარიმართა, თუმცა მაღალი იყო როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის დონე წინასაარჩევნო პროცესებში და უშუალოდ არჩევნების დღეს.
  • ისევე, როგორც ყველა წარსულ არჩევნებზე, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღესაც შეინიშნებოდნენ უცხო პირები, რომლებიც აქტიურად აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს.

შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობა მთელი რიგი მიმართულებებით. მაგალითად, 31 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა . სპეც უბნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზები. საია წლების განმავლობაში მოუწოდებდა ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის სათანადოდ რეგულირებისაკენ, რათა არ გაჩნდეს ეჭვები ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ განსაკუთრებული კატეგორიის მქონე პირების, ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეების, ხმებით შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით.

 აქვე გამოვყოფთ იმ პროცედურულ დარღვევებს, რომლებიც საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს 20:00 საათისთვის:

 დაპირისპირების ფაქტები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე

 საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, დაპირისპირების ფაქტებს ადგილი ჰქონდა საგარეჯოს საგარეჯოს #42 და #20- საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. მაგალითად #42- უბანთანქართული ოცნებისმაჟორიტარი კანდიდატისა დაპატრიოტთა ალიანსისმაჟორიტარი კანდიდატის მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, ინციდენტში დაახლოებით 7 ადამიანი მონაწილეობდა. მართალია ორივე შემთხვევაში სავარაუდო ძალადობის ფაქტი არა საარჩევნო უბანში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა მსგავსი ფაქტები ქმნის დაძაბულობას და ხელს უშლის საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას. საგარეჯოს #20- საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისა და მოსალოდნელი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით პოლიცია გამოიძახა.

 

საიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მოუწოდა საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირებს მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, მოთმინებით დაელოდონ კენჭისყრის პროცესის დასრულებასა და საარჩევნო უბნებზე შედეგების შეჯამებას.

არაუფლებამოსილი პირების ყოფნა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე

მარტვილის #2 და საგარეჯოს #14, #15, #31 უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებდნენ უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაააღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას.

 

მარტვილის #13 საარჩევნო უბანზე გაზეთისმარტვილისამკერდე ნიშნით იმყოფებოდა ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი მარტვილის საკრებულოშიმიხეილ ნაჭყებია. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი პრობლემურია, ვინაიდან მსგავი აკრძალვის არ არსებობის პირობებში, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შესაძლებლობა ეძლევათ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მანდატით განახორციელონ დაკვირვება. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს  საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც შესაძლებლობას აძლებს საკრებულოს წევრს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების მანდატით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და დააკვირდეს პროცესს.

 საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული ხარვეზები

 საგარეჯოს #3, #8 და მარტვილის #37, #32, #20 საარჩევნო უბნებზე საკონტროლო ფურცელში არ იქნა შეტანილი პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი, რაზეც საიას წარმომადგენელმა საჩივრები წარადგინეს კომისიის წევრთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.

 ხარვეზები