სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კავკასიის უნივერსიტეტმა და საიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2009-06-16 20:00
Featured image


17 ივნისს საიას საკონფერენციო დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

პროფესორ მასწავლებლებთან ერთად პროცესს კავკასიის უნივერსიტეტისა და საიას სტუდენტებიც ესრებოდნენ. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შედგა კითხვა-პასუხი და ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საკითხზე.

იხილეთ მემორანდუმის ტექსტი სრულად:

კავკასიის უნივერსიტეტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,სარგებლობენ რა ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპით, გამოხატავენურთიერთთანამშრომლობისსურვილს, რათა ხელი შეუწყონ კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრების მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზაციას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე იურისტების მომზადებას. ზემოხსენებული მიზნებიდან გამომდინარე, მხარები თანხმდებიან ერთობლივი ძალისხმევით მოახდინონ:

• კავკასიის უნივერსიტეტის და საქართველოს ახალგაზრდა ზიურისტთა ასოციაციის ბიბლიოთეკების ურთიერთგამოყენება;
• საგანმანათლებლო ინფორმაციების ორმხრივად გაცვლა;
• სასერტიფიკატო პროგრამების ერთობლივად განხორციელება;
• უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ერთიანი ლექცია-სემინარების ჩატარება;
• სამეცნიერო კონფერენციებისა და იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზება;
• სხვა ღონისძიებების განხორციელება ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად.

ცალკეული ღონისძიებების ჩატარებისა და სხვა სახის ერთობლივი მოქმედებების განხორციელების რეგულირება მოხდება მხარეებს შორის შემდგომი მოლაპარაკების შესაბამისად, ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.

მხარეები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის ინტერესების დაცვის პრინციპებზე აგებული თანამშრომლობის შესაბამისად.

წინამდებარე მემორანდუმი შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში, მისი ხელმოწერის დღიდან. აღნიშნული მემორანდუმის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მემორანდუმის გაუქმება მეორე მხარის 30 დღით ადრე წარმოდგენილი შეტყობინების მიწოდების საფუძველზე. ამ მემორანდუმის გაუქმების შემდეგ მხარეებმა უნდა განახორციელონ ყველა აუცილებელი ღონისძიება მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაწყებული პროექტების დასასრულებლად.