სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)

2015-07-20 12:30
Featured image

პროექტის სახელი: კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში

ხანგრძლივობა: ოქტომბერი, 2015 - ოქტომბერი, 2021

ბიუჯეტი: 1, 813 362 აშშ დოლარი

კომპონენტი: მართლმსაჯულება

დონორი: USAID – Promoting Rule of Law in Georgia (PROLoG) Activity  

მიზანი: ადამიანის უფლებების დაცვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში. 

USAID-ის პროექტის - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში - ფარგლებში, საიას 2015 წლიდან თავისი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში გაუმჯობესებაში. პროექტის მიხედვით ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, ავრცელებდეს განცხადებებსა და შეფასებებს, ჩართულია საკანომდებლო რეფორმებში. პროექტის ფარგლებში, საია 2015 წლიდან მონიტორინგს უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას და ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებაზე დაკვირვების ფარგლებში, ორგანიზაცია აფასებს სისხლის სამართლის პროცესებს თბილისისა და ბათუმის საქალაქო, გორისა და თელავის რაიონულ და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში, გამოცემს ყოველწლიურ ანგარიშს. USAID-PROLoG-ის ფარგლებში, საია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, სხვადასხვა მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლებს როგორც საერთო სასამართლოების დონეზე, ასევე საკონსტიტუციო და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. იურიდიული დახმარების ცენტრი ფუნქციონირებს როგორც თბილისში, ასევე საია-ს 8 რეგიონულ ოფისში.