სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონკურსი საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

2021-03-18 12:51
Featured image

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დატვირთვა: არასრული 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 31 მარტი

იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის  სერთიფიკატს.

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 7, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 20 პირი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2021 წლის მაისიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლისბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. 

 

თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის: 

·       სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში  ადვოკატების დახმარება;

·  იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულპროგრამაში ასახვა და პირად/სატელეფონო კონსულტაციებზე დასწრება;

·       საკანონმდებლო სიახლეებზე  მუშაობა;

·       კონკრეტულ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;

·       სამართლებრივი ბროშურების შედგენისას იურისტების დახმარება.

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები. 

 

კონკურსის ეტაპები:

·       წერითი გამოცდა  - დაშვებული იქნება კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოგზავნისშესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს ევალებათ კაზუსებისამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის  სამართლის მიმართულებით, განაცხადშიმონაწილის მიერ მითითებული სფეროს მიხედვით;

·       გასაუბრება - დაშვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გადალახავს პირველ ეტაპს.

განაცხადების მიღება

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონულ მეილზე -  info@gyla.ge უნდა გამოგზავნოს:

·       განაცხადი (იხ. მიბმული დოკუმენტი);

·  იურისტის დიპლომი ან შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ) დასკანერებული სახით.

გთხოვთ, მეილის ”subject" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 მარტი, 18:00 სთ. მონაწილეებთან, რომლებიც ხარვეზით გამოგზავნიან დოკუმენტებს, დამატებით დაკავშირება ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით არ მოხდება. არასრულყოფილად წარმოდგენილი ან დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები არ იქნება განხილული.

წერითი გამოცდისა და გასაუბრების თარიღები და ფორმატი, ასევე კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საიტზე - www.gyla.ge

 

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - შორენა ლოლაძე.

მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. N15 

ტელ: (032) 2 93 61 01 (147)

ელ. ფოსტა: loladze@gyla.ge