გაცნობებთ, რომ დასრულდა კონკურსის პირველი, წერითი ეტაპი.
სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერით ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 7 ქულა.
სისხლის სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 8 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც მიიღეს მინიმუმ 6 ქულა.
გასაუბრება გაიმართება პირისპირ რეჟიმში საიას ცენტრალურ ოფისში (მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15) სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 23 მაისს, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით - 24 მაისს.
წერითი დავალების შეფასების გასაგებად მონაწილეებს, რომლებიც გასაუბრების ეტაპზე ვერ გადავიდნენ, შეუძლიათ მოგვწერონ მეილზე: mgabroshvili@gyla.ge.
აპელაციის უფლებით სარგებლობისთვის, კონკურსანტმა ასევე უნდა მოგვწეროს მითითებულ მეილზე შედეგების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. აპელაციისთვის საჭიროა კონკურსანტი საიას ოფისში შეთანხმებულ დროს გაეცნოს ნაშრომს და შემდგომ მოამზადოს დასაბუთებული სააპელაციო განაცხადი.
თანდართულ ფაილში იხილეთ გასაუბრების ეტაპზე გადასული პირების შესახებ ინფორმაცია.
მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.