გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მეტროპოლიტენში განვითარებულ მოვლენებს სამუშაო ადგილზე „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების შემთხვევების საგრძნობლად გაზრდიდან გამომდინარე.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და თბილისის მერია პასუხისმგებლობას ირიდებს თბილისის მეტროპოლიტენში განვითარებულ მოვლენებზე, რადგან არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები მუშაობის პროცესში. თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირის „ერთობა 2013-ის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულია კომპანიაში დასაქმებული მეტროს ორივე ხაზზე მომუშავე 50 მემანქანე. ამასთანავე, დაინფიცირებულნი არიან მეტროპოლიტენში მომუშავე სხვა პოზიციებზე დასაქმებულებიც. ყოველივე ეს მეტროს გამართულ და უსაფრთხო მუშაობას აფერხებს.
ქალაქის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ კვლავ უგულებელყოფენ დასაქმებულების მოთხოვნებს უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით. პანდემიური პროცესის სამართავად, მერის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ვარაუდობენ, დასაქმებულების უცხოეთიდან, კერძოდ, ბელარუსიიდან, ჩამოყვენილი კადრებით ჩანაცვლებას, რაც კიდევ ერთხელ ააშკარავებს მერიის გულგრილ დამოკიდებულებას საკუთარი მოქალაქეების, ამ შემთხვევაში, მეტროს მუნიცილაპიტეტში დასაქმებულების ჯანმრთელობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მერის ამ შემოთავაზების განხორცილება ტექნიკურადაც შეუძლებელია.
სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, ,,ერთობა-2013"-ის გამგეობის წევრები შეხვდენენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას, რომელსაც შესთავაზეს ვირუსთან დაკავშირებით ისეთი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომელიც მეტროს შეუნარჩუნებდა მუშაობას მცირედი შეზღუდვებით და მგზავრებსა და თანამშრომლებს ინფიცირებისაგან მაქსიმალურად დაიცავდა. სამწუხაროდ, პროფკავშირის ინიციატივა არ იყო გათვალისწინებული, ხოლო ვირუსის გავრცელებამ მაღალ ნიშნულებს მიაღწია. დღეს მეტროში დასაქმებულები სრულიად გამოთიშული ჰყავს ადმინისტრაციას პროცესების მართვისგან. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ:
1. მერიამ უზრუნველყოს პანდემიური სიტუაციის მართვა და შრომის უსაფრთხო გარემო კადრების უცხოეთიდან ჩამოყვანის გარეშე. შემუშავდეს მეტროს უსაფრთხო ფუნქციონირების მყისიერი გეგმა პროფკავშირის, „ერთობა 2013“-ის და დასაქმებულების ჩართულობით.
2. ახალმა გეგმამ და შეთანხმებულმა რეჟიმმა არ უნდა გააურესოს დასაქმებულთა მდგომარეობა და ყველას უნდა შეუნარჩუნდეს სრულად არსებული ხელფასი და სოციალური დაცვის გარანტიები
3. მეტროში შევიდეს შრომის ინსპექცია, შეამოწმოს უსაფრთხოების ნორმები, რომ ხელი შეუწყოს თანამშრომლების უკონტროლო დაინფიცირებას შეჩერებას და დაეხმაროს მეტროს გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.
ხელმომწერები:
პროფკავშირების ახალი გაერთიანება (NCIU)
თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი - „ერთობა 2013“
ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი - „სოლიდარობის ქსელი“
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)