სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გენერალური პროკურორის დანიშვნის ახალი წესზე უარი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაშვებული შესაძლებლობაა

2021-09-08 13:11
Featured image

პარლამენტმა 126 ხმით, პირველი მოსმენით, მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი.[1] ცვლილებებს მიღმა დარჩა ჩანაწერი, რომელიც გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით - პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით არჩევას ითვალისწინებდა.   გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციის შედეგად 19 აპრილს ხელიუსფლებსა და ოპოზიციას შორის გაფორმდა[2] და რომელიც ცოტა ხნის წინ მმართველმა გუნდმა ცალმხრივად გამოაცხადა ანულირებულად. 

საია მხარს უჭერდა გენერალური პროკურორის არჩევისთვის საჭირო მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობით შეცვლას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა შანსს, თანამდებობაზე დანიშნულიყო პირი, რომელიც ფართო პოლიტიკური კონსესუსით, ისევე როგორც, მაღალი საზოგადოებრივი ნდობით ისარგებლებდა. ქვეყნის კონსტიტუციაში ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის გაზიარებაზე ორიენტირებული ახალი პროცედურა გაჩნდებოდა. სამწუხაროდ მმართველმა გუნდმა უარი თქვა ამ ცვლილებაზე, რაც მართლმსაჯულების სისტემაზე პოლიტიკურ კონტროლს შენარჩუნების სურვილით არის ნაკარნახევი. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის კრიტიკის ფონზე წარმართვის შემდეგ,[3]ეს კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია, რაც ჩვენს ქვეყანას  აშორებს მართლმსაჯულების ძირეულ რეფორმის მიზანს, ინარჩუნებს ნულოვანი ჯამის თამაშის წესებს და აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას.

 

 

 

 


[1] პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, IPN-ის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/672946-parlamentma-pirveli-mosmenit-sakonstitucio-cvlilebebi-miigo/, განახლებულია: 08.09.2021.

[2] President of the European Council Charles Michel publishes new proposal made today to Georgian political parties, ევროკავშირის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/96786/president-european-council-charles-michel-publishes-new-proposal-made-today-georgian-political_en?fbclid=IwAR2ZaoNO8tccWZAtA5y9QdEc5niOjM0KjZVufr_gcadw_cDQrB5IVxP0_3M, განახლებულია: 08.09.2021.

[3] უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ, საია-ს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/uzenaes-sasamartloshi-mosamartleebis-danishvna-klanisa-da-khelisuflebis-garigebis-shedegia#sthash.19XuiKgu.dpbs, განახლებულია: 08.09.2021.