პროექტის სახელი: ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით.
- 05.10.22 - 05.04.2023
- 9 980 EUR
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
- პროექტის მიზანია, სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით ევროკომისიის 2 რეკომენდაციის შესრულების ხელშეწყობა.
რეკომენდაციების დოკუმენტის დასახელებული პუნქტების შესაბამისად და სამივე მიმართულებით, დასახელებული მიზნის მისაღწევად პროექტის ამოცანებს წარმოადგენს:
1) სამოქალაქო მონიტორინგის გაძლიერება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში;
2) სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით ადვოკატირების გაძლიერება პარლამენტის კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების ფარგლებში;
3) საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ევროინტეგრაციის საკითხებზე.