დღეიდან საიას თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს
2010-11-24 08:33
2010 წლის 23 ნოემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს.
საიას წესდების თანახმად ნოემბრის პირველივე გამგეობის სხომაზე ხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის უფლება აქვს მხოლოდ ორჯერ ზედიზედ.
თამარ ხიდაშელი, რომელიც ასოციაციას 2008-2010 წლებში ხელმძღვანელობდა უკვე ორჯერ იყო არჩეული საიას თავმჯდომარედ.
24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თამარ ხიდაშელმა მედიას ახალი თავმჯდომარე წარუდგინა.
გთავაზობთ საიას ახალი თავმჯდომარის მოკლე ბიოგრაფიას:
თამარ ჩუგოშვილი დაიბადა 1984 წლის 11 აგვისტოს.
2001 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა.
ამავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
2006 წელს მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში.
2005-2006 წლებში გაიარა კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთწლიანი დისტანციური სწავლების კურსი ადამიანური რესურსების მართვაში.
2003-2004 წლებში სტაჟირება გაირა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში.
2004 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინტერესების დაცვის ახალგაზრდული კავშირი", იყო გამგეობის წევრი და პროექტის კოორდინატორი.
2004 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურისტის ასისტენტის თანამდებობაზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ - იურისტის თანამდებობაზე.
2008 წლიდან იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სხვადასხვა პროექტის კოორდინატორი.
2010 წლის მარტიდან მაისამდე ამერიკული საბჭოების Legislative Fellows Program-ის ფარგლებში სტაჟირება გაიარა აშშ კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკაში.
2009 წლიდან დღემდე იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი.
2010 წლის 23 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის მიერ არჩეულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.
თამარ ჩუგოშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 11 პუბლიკაციის ავტორი.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.