სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დევნილების პროექტი

2012-11-20 21:44
Featured image
დევნილების უფლებების დაცვის მიმართულებით საია წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტს ახორციელებდა. ამჟამად მიმდინარეობს პროექტი - „დევნილობასთან დაკავშირებული პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის ინოვაციური გზები”. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ და ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მეშვეობით.
 
პროექტი  რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება და მასში ჩართულია საიას სამი ოფისი - თბილისის, გორის და ქუთაისის. 
 
მიმართულებები:
1. ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
 
აღნიშნული მიმართულებით პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს: 
ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა
სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება
საადვოკატო მომსახურება
მობილური ვიზიტები დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში და ახალ ჩასახლებებში
 
2012 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების კუთხით დევნილთათვის გაწეული საქმიანობა რაოდენობრივად ასე გამოიყურება:
 
ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები _2689;
სამართლებრივი დოკუმენტები - 298;
ახალი საადვოკატო საქმეები _17;
მობილური ვიზიტები _ 114.
 
 
2.  საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის ამაღლება
 
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების ამაღლება მათ უფლებებთან მიმართებაში, რაც გამოიხატება შემდეგ აქტივობებში: 
ბროშურების მომზადება და გავრცელება
 
მრგვალი მაგიდების მოწყობა დევნილთათვის აქტუალურ საკითხებზე.
 
 
3. სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას ანგარიშვალდებულებებისა და გამჭვირვალობის პრინციპების პრიორიტეტულობისა და დაცვის უზრუნველყოფა
 
იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება, ერთობლივი საინფორმაციო და ადვოკატირების კანპანიების წარმართვა
აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობა სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის შექმნილ ექსპერტთა ჯგუფებში
დევნილთა გამოსახლების პროცესის მონიტორინგი
 
გამოცემები:
 
კვლევები:
კვლევა - „სახელმწიფო პოლიტიკა დევნილთა მიმართ (ხარვეზების ანალიზი)”, 2011 წელი; 
 
ბროშურები:
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ”
„სახელმწიფო პენსიის შესახებ”
დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა
საცხოვრებლის უფლება და დევნილთა დაუსაბუთებელი გამოსახლებისაგან დაცვის გარანტიები
სამედიცინო დაზღვევის შესახებ
,,დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა