2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო დანაშაულის პრევენციის ცენტრის საკასაციო საჩივარი, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლომ შესაბამისი დაწესებულებიდან დასაქმებულების გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ. ცენტრს დაევალა მათი აღდგენა და გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელეები უკანონოდ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს.
გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დამსაქმებელმა რეორგანიზაცია დაასახელა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმობს, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სინამდვილეში უწყებაში რეორგანიზაციამდე არსებული პოზიციები არათუ გაუქმებულა, არამედ უწყებაში არსებული საშტატო ერთეულები და ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, საქმის განხილვისას დადასტურდა რომ დასაქმებულები გათავისუფლდნენ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან სუბიექტური განწყობის გამო, რომელიც არ იყო კავშირში დასაქმებულების მუშაობის ხარისხთან.