გთავაზობთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბლოგების კონკურსში გამარჯვებულ ნაშრომებს:
- 2024 წლის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიებით და საზოგადოებრივი ნდობა (ნინო მაჭარაშვილი)
- საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და საზოგადოებრივი ნდობა (ანი იდაძე)
- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში (ნატა ბატკუაშვილი)
- საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ბლოკჩეინის გავლენა კენჭისყრის პროცესზე (რუსუდან ჯანჯალაშვილი)
- E-voting და საარჩევნო სისტემის ადაპტაცია თანამედროვე გამოწვევებთან (სალომე ნარმანია)
- საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გამოწვევები, ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები (სალომე სვანიძე)
კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ: სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებების, სახელმწიფო მართვის და საერთაშორისო ურთიერთობების, ან სხვა მომიჯნავე დარგის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.
კონკურსი ჩატარდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოში არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა“ - პროექტის ფარგლებში.
ბლოგების შინაარსზე პასუხისმგებელი არიან მისი ავტორები და მათში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს.
გამარჯებული ბლოგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე