2020 წლის 27 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ,,იდენტობას“ მიმართ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ განახორციელეს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია.
„იდენტობა“ ლგბტ+ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2019 წლის 18 მაისს გეგმავდა საჯარო ლექციას, სათაურით - „17 მაისი - თავისუფლების ილუზია“. 2019 წლის 23 აპრილს, „იდენტობა“-მ სივრცის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.“ ლექციის ჩატარების წინა დღეს (17 მაისს, 23:00 საათზე) „იდენტობა“-ს ბათუმის რესურს-ცენტრის მენეჯერმა მიიღო შეატყობინა, რომ უნივერსიტეტში დაიგეგმა სარემონტო სამუშაოები, რის გამოც ვერ დაუთმობდნენ აუდიტორიას და მთელს უნივერსიტეტში შეწყდებოდა სასწავლო პროცესი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან უარის მიღების შემდგომ, „იდენტობის“ წარმომადგენელმა სივრცის გამოყოფის თხოვნით მიმართა ა(ა)იპ „აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას“, რომელმაც თავდაპირველად თანხმობა განაცხადა შეხვედრისათვის სივრცის დათმობაზე, თუმცა, მოგვიანებით განუმარტეს, რომ სივრცის გამოყოფა არ იყო შეთანხმებული ბიბლიოთეკის დირექციასთან. შეხვედრას ესწრებოდა ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელმაც განაცხადა „ეს ვიწრო ჯგუფი არ გვაინტერესებს და არ ვემსახურებით მათ“. და თუ უნივერსიტეტმა უარი უთხრა „ამ ვიწრო ჯგუფს“, მასაც შეეძლო რემონტის მიზეზით უარის თქმა.
2019 წლის 30 მაისს „იდენტობა“-მ საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და ა(ა)იპ „აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის“ მიმართ, სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე.
2020 წლის 27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოსცა რეკომენდაცია, სადაც მიუთითა, რომ სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ და ა(ა)იპ „აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ“, ა(ა)იპ „იდენტობა“-ს მიმართ ჩაიდინეს პირდაპირი დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის ნიშნის მიხედვით. რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მოპასუხე ორგანიზაციები სათანადო ყურადღებით არ მოეკიდნენ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საკითხს და არ შეეცადნენ, ხელი შეეწყოთ განმცხადებლისათვის, რომ ლექციის გამართვა არ ჩაშლილიყო.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და ა(ა)იპ „აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას“, რომ:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.