სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია 26 მაისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დარღვევების ეფექტური გამოძიების მოთხოვნით

2011-06-27 13:59
Featured image

მიგვაჩნია, რომ 2011 წლის 26 მაისს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ქმედებებზე საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს გონივრულ ვადებში, ეფექტურად, მიუკერძოებლად და სრულად, რათა კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების პრინციპებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილ იქნას დამნაშავე პირთა გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემა.

გამომდინარე იქედან, რომ წარსულში ქართული საზოგადოება არაერთხელ გამხდარა მომსწრე შემთხვევებისა, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და თუ სხვა მოხელეების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა არაეფექტურად და არ მოყვებოდა დამრღვევთა სათანადო პასუხისმგებლობა, აუცილებლად მიგვაჩნია საგამოძიებო ორგანოებს და კერძოდ, პროკურატურის ორგანოებს სისტემატურად შევახსენოთ, რომ საზოგადოებრივი მოლოდინი აღნიშნულ საქმეებზე ეფექტური გამოძიების წარმოების მიმართ არის უაღრესად მაღალი და საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, ერთის მხრივ აწარმონ ეფექტური გამოძიება, ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის შესახებ მუდმივ რეჟიმში მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას.

ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს კამპანიაში და საკუთარი სახელით აღნიშნული განცხადებით მიმართოს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

ზემოაღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საზოგადოებრივი დამცველი

კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის

მრავალეროვანი საქართველო

ასოციაცია „21-ე საუკუნე“

სამართალი და თავისუფლება

ახალგაზრდები სამართლიანობისათვის

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების კვლევითი ცენტრი

არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი

კავკასიის ქალთა ქსელი

რეგიონალური მედია ასოციაცია

ჯანმრთელი სამყარო