სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სამოქალაქო აქტივისტის უკანონო დაკავებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე

2022-05-20 10:58
Featured image

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით სამართალდამცავების მხრიდან მოძრაობა ”სირცხვილიას”აღმასრულებელი დირექტორის, აქტივისტ გიორგი მჟავანაძის, უკანონო დაკავების, მის წინააღმდეგგანხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და  ძალადობის  ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

გიორგი მჟავანაძის განცხადებით, 2022 წლის 15 მაისს პოლიციის თანამშრომელი დაუკავშირდა დაპოლიციის განყოფილებაში დოკუმენტის გადასაცემად დაიბარა. 17 მაისს გიორგი მჟავანაძე თბილისიისპოლიციის გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში გამოცხადდა, რა დროსაც, მისი თქმით, იგიდააკავეს და მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. გიორგი მჟავანაძე საუბრობს პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ არაერთგზის ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობასა დ მუქარაზე. 

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებასამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი). თუმცა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია აღნიშნულ ინცინდენტზე რაიმე განმარტება, აგრეთვე უცნობია, დაიწყო თუ არა უწყებამ შიდა-დისციპლინური წარმოება.

ბოლო დროს, შემაშფოთებელ ფორმებს იღებს სამოქალაქო აქტივისტთა მიმართ სამართალდამცავების ქმედებები. თვითნებურად და დაუსაბუთებელად შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელების მიღმა, უკიდურესად პრობლემურია ის ძალადობრივი და აგრესიული ფორმები და მეთოდები, რომლებსაც პოლიცია იყენებს აქტივისტების თუ რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, პოლიცია ხშირად, თავად გვევლინება ადამიანის ღირსებისა და მისი უფლებების დამრღვევად, რაც არსებითად უთხრის ძირს საზოგადოებაში სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობას. პრობლემას ამძაფრებს პოლიციაში გავრცელებული დაუსჯელობის სინდრომიც, რისი მთავარი ფაქტორიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობაა. 

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ. პოლიციაში არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოვლენა, დამნაშავეთა იდენტიფიცირება და მის ჩამდენთა ადეკვატური დასჯა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.  სხვა შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ სამართალდამცავ სისტემაში არასათანადო მოპყრობა არის ხელისუფლების სისტემური პოლიტიკის  ნაწილი.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

უფლებები საქართველო (RG)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)