სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ

2009-04-02 20:00
Featured image


2009 წლის 9 აპრილს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გეგმავენ. ამ აქციის მშვიდობიანად ჩატარებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობისთვის განსაკუთებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქვემოთ ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას - დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში და მხედველობაში მიიღოს აქციის მონაწილეების მიერ წამოჭრილი საკითხები.

დემონსტრაციის ორგანიზატორებს - მათი მოწოდებები და ქმედება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონის მოთხოვნებს და უზრუნველყონ აქციის მშვიდობიანად ჩატარება.

მედიას - ზუსტად, ობიექტურად და დროულად გააშუქოს 9 აპრილს განვითარებული მოვლენები.

აქციის მონაწილეებს - რომ მათი ქმედება იყოს მშვიდობიანი, რათა არ გამოიწვიოს ძალადობის პროვოცირება.

გამოვთქვამთ იმედს, რომ საპროტესტო აქცია კანონის ფარგლებში ჩატარდება და არ იქნება განმეორებული 2007 წლის 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო - TI
ახალი თაობა ახალი ინიციატივა - nGnI