სამწუხაროა, რომ ატესტაციამდე პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ადგილი ჰქონდა სამსახურებიდან მოხელეების მასობრივად გათავისუფლებებს. მომდინარე მოვლენებში სამოქალაქო საზოგადოება გარკვეულ საშიშროებას ხედავს, რომ ატესტაციის პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომლების/კანდიდატების განსხვავებას და დისკრიმინაციული საფუძვლით გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულის გამო, მთლიანად დაგეგმილ ატესტაციის პროცესთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები და გარკვეული უნდობლობა ატესტაციის პროცესის ობიექტურად წარმართვასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ატესტაციის პროცესი ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებში უნდა წარიმართოს მაქსიმალური ობიექტურობით, გამჭვივრვალედ და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, რაც ხელს შეუწყობს პროცესის კანონიერებასა და სამართლიანობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საკონკურსო - საატესტაციო კომისიის წევრებს, ადგილობრივი თვითმმართელობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების თანამდებობის პირებს, რომ ადგილობრივ თვითმმართელობებში დაგეგმილი საჯარო მოხელეების ტესტირება და გასაუბრება მაქსიმალურად ობიექტურად და გამჭვირვალედ განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრების ეტაპი ჩატარდეს საერთო წესებით მიმდინარე სტრუქტურირებული გასაუბრების ფორმით, კანდიდატებისთვის ერთიდაგივე შეკითხვების დასმით გზით. აღნიშნული შეამცირებდა კითხვების დასმისა და პასუხების შედარებისას დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლებლობას.
გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიმართა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას პროცესზე დაკვირვების განხორციელების მიზნით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მერიას, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს ატესტაციის პროცესი და დაინტერესებულ ორგანიზაციებს მისცეს დაკვირვების შესაძლებლობა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
საზოგადოებრივი დამცველი
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი
მონიტორინგის ცენტრი ,,მედიატორი''