სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ანალიტიკური სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის საჯარო სამსახურში შრომითი უფლებების თემაზე

2023-05-16 17:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს სტუდენტებისათვის თემაზე „შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში.“

კონკურსის მიზანია: საჯარო დაწესებულებებში შრომითი უფლებების სამართლებრივი რეგულირებისა და პრაქტიკის მონიტორინგი, აღნიშნულ სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და გავრცელება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების პირობები

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. 

 

2. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საჯარო სამსახურში შრომითი უფლებების დაცვის ისეთ თემებს, როგორიცაა: შრომითი დისკრიმინაცია, შევიწროება და სექსუალური შევიწროება, სამუშაო დრო და დასვენების დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო, დეკრეტული შვებულება, შრომის ანაზღაურება, საჯარო სამსახურში მიღება და გათავისუფლება, შრომითი უფლებების დაცვის არსებული ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა,  სოციალური დაცვის პოლიტიკა და გარანტიები საჯარო სამსახურში (უმუშევრობის დაზღვევა; სოციალური დახმარება, მინიმალური ხელფასი, საპენსიო უზრუნველყოფა და სხვ.) და სხვა ნებისმიერი თემა, რომელიც შრომით უფლებებს ეხება.

 

3. ანალიტიკური სტატია საჯარო სამსახურში შრომითი უფლებების დაცვის აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს. სასურველია სტატიაში წარმოდგენილი იყოს საუკეთესო საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკა/მაგალითები შერჩეულ თემასთან დაკავშირებით.

 

4. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა: 

- სათაური

- თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, კურსი)

- მთავარი მიგნებები

- შესავალი

- ძირითადი ნაწილი

- დასკვნა

- გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.

 

5. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:

 

- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში

- გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი

- ფონტი: Sylfaen, ზომა - 12

- დაშორება - 1.15

- გვერდის მინდორი:  Normal

 

6. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

 

7. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

 

საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება საია-ს ვებ (www.gyla.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. 

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ივლისი.

ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: ntsukhishvili@gyla.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „ანალიტიკური სტატია, შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში“.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: ntsukhishvili@gyla.ge.

 

კონკურსი იმართება პროექტის - ,,შრომითი უფლებების ადვოკატირება საჯარო სამსახურში“- ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ებერტის ფონდის მიერ.