გაცნობოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობამ 2018 წლის 30 მარტის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, 2017 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საწევრო დავალიანება ჩამოეწეროთ იმ წევრებს, რომლებსაც საწევრო არ აქვთ გადახდილი. ამავე გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ვადა 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე არსებული დავალიანების გადასახდელად - შეტყობინებიდან სამი თვე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების 41 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასოციაციის წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, გამგეობისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საწევროს გადაუხდელობა ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების გათვალისწინებით და გამგეობის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 21 სექტემბრამდე დაფაროთ 2017 წლის საწევრო დავალიანება შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
- მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“
- მიმღების ანგარიში: GE25TB7324636080100001
- მიმღების სახელი: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"
- დანიშნულება - „საწევრო“
თქვენ მიერ საწევროს გადახდით დადასტურდება, რომ გაქვთ სურვილი, დარჩეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრად.
სამწუხაროდ, მითითებულ ვადაში საწევროს გადაუხდელობის შემთხვევაში, ასოციაციის წესდების შესაბამისად, წევრობა შეგიწყდებათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gyla.ge და inga@gyla.ge ან ტელეფონის ნომრებზე: 232 295 80 33; 577 07 05 25.
დარჩით ჩვენთან ერთად!