სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა

2019-02-22 11:03
Featured image

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს პარტნიორი ექვსი ქვეყნის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის თანამშრომლობას, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგს, აღმოსავლეთის პარტნიორობის მიზნების მიღწევას პარტნიორ ექვს ქვეყანაში:  აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, მოლდავეთი და უკრაინა.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობა მოიცავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ხუთ თემატურ პლატფორმას და, შესაბამისად, ხუთ სამუშაო ჯგუფს:

1. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა

2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრა;

3. გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ენერგოუსაფრთხოება;

4. ხალხთაშორისი კავშირების წახალისება.

5. სოციალური დიალოგი

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ვებ გვერდი: http://eap-csf.eu/  / Facebook: @EaP.Civil.Society.Forum  / Twitter: @eapcsf

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მისიაა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და კონსოლიდაცია, დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოქალაქეთა ინტერესების ადვოკატირება ქვეყანაში საყოველთაო კეთოლდღეობის უზრუნველსაყოფად.

კოალიციის სტრატეგიული მიზნებია:

- ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და პოზიტიური ცვლილებების ადვოკატირება როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ დონეზე საჯარო, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სფეროებს შორის დიალოგის ხელშეწყობის გზით;

- საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით;

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წესდება, ეთიკის კოდექსი და წევრი ორგანიზაციები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ვებ გვერდი: www.eap-csf.ge 

Facebook:  EaP CSF Georgian National Platform

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის აქტიური  წევრია ფორუმის დაარსების დღიდან, მათ შორის 2014 წელს ორგანიზაცია ასრულებდა პლატფორმის სამდივნოს ფუნქციას. საია ჩართულია პლატფორმის 1-ელ და მე-5 სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.

საკონტაქტო პირები: ირმა პავლიაშვილი -  pavliashvili@gyla.ge  (1-ლი სამუშაო ჯგუფი), მარიამ ოზაშვილი - mozashvili@gyla.ge (მე-5 სამუშაო ჯგუფი)