სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები საარჩევნო გარემოს სრულყოფასთან დაკავშირებით

2011-05-02 12:57
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ახალი თაობაახალი ინიციატივა _ აკვირდება საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მომუშავე მრავალპარტიული ჯგუფის მოლაპარაკების პროცესს. წარმოგიდგენთ ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მოსაზრებებს.

 

ორგანიზაციების მოსაზრებები ეხება საარჩევნო კოდექსის იმ ძირითად საკითხებს, რომელთა მოგვარებაც საარჩევნო გარემოს სრულყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კერძოდ, ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ამომრჩეველთა სიის, საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ჩვენი აზრით, წარმოდგენილი საკითხები კომპლექსურად უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილის მოგვარება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენილი საკითხების გადაწყვეტა, ნაწილობრივ, კანონმდებლობის სრულყოფას საჭიროებს, ხოლო გარკვეული ნაწილი კანონის აღსრულებასთანაა დაკავშირებული.

ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს საზოგადოებას ახლო მომავალში წარვუდგენთ.

იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი.