საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 9 დეკემბერს საღამოს ადამიანის უფლებათა ტრადიციული კვირეული უზენაეს სასამართლოსთან ჩატარებული მშვიდობიანი აქციით გახსნა.
აქციის მონაწილეები სპეციალური სიმბოლიკით გაფორმებული მაისურებით შეიკრიბნენ სასამართლოსთან და ის ძირითადი მესიჯები გააჟღერეს, რომელიც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემებთან ასოცირდება.
აქციის სლოგანი იყო „აღიარე ჩემი უფლება!“
აქციით საიამ დააფიქსირა გამოკვეთილი პრობლემა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან არსებული დაბრკოლებების შესახებ, რაც ბოლო პერიოდში სერიოზულ პრობლემად იქცა.
ღონისძიებაზე გაიჟღერა შემდეგმა მესიჯებმა:
1. სასამართლოს გადაწყვეტილებები ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში ხელს უწყობს დახურულობას;
2. სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული;
3. სასამართლო ადასტურებს უკანონო უარს;
4. სასამართლო არ ამუშავებს და არ გასცემს საჯარო ინფორმაციას;
5. სასამართლო არ ცდილობს დაიცვას ჩვენი უფლება;
6. იგრძენი პასუხისმგებლობა!
მესიჯები სასამართლოს შენობაზე პროექტორით იქნა მინათებული.