პროექტი: უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება
პროექტის მიზანი: კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, ასევე საპარლამენტო და უსაფრთხოების სექტორში ადვოკატირების კამპანიის გზით, უსაფრთხოების სექტორზე (საიდუმლო შესყიდვების მიმართულებით) სამოქალაქო - დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების დახვეწისა და გაძლიერების ხელშეწყობა. ამდენად შესყიდვების პროცესში კორუფციული რისკების მინიმუმამდე დაყვანა.
კვლევის საგანი - ორი კვლევის მომზადება:
ა. უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო კონტროლის ზოგადი მექანიზმები (საკანონმდებლო ჩარჩო და მისი იმპლემენტაცია რეგლამენტის უკანასკნელი რეფორმის შემდეგ);
ბ. უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო კონტროლის ზოგადი მექანიზმების კომპარატივისტული ანალიზი.
პირობები:
1. კვლევის მომზადებისთვის შეირჩევა ექსპერტი, რომელთანაც გაფორმდება საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება 2019 წლის 1 დეკემბრამდე, გაგრძელების პერსპექტივით.
2. ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და კვლევის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს;
3. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ექსპერტის გამოცდილების გათვალისწინებით;
4. დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე info@gyla.ge, 2019 წლის 7 ივნიის 18:00 საათის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
- CV
- მათ მიერ უკანასკნელი 3 წლის განმვალობაში მომზადებული კვლევა (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით, რომელიც აპლიკანტის აზრით ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის კველვით უნარებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ ფოსტაზე info@gyla.ge