სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

31 ოქტომბერს საიას XVII საერთო კრება შედგა

2010-11-05 16:09
Featured image
31 ოქტომბერს გაიმართა საიას რიგით XVII საერთო კრება.

თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის გარდა, წევრებს ანგარიში ჩააბარეს საიას იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა კახა კოჟორიძემ, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა თამარ მეტრეველმა, რეგიონალური განვითარების დირექტორმა მზია გოჩელაშვილმა და პროექტის "ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საქართველოში" კოორდინატორმა თამარ კორძაიამ.

საიას წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს მომავალი 4 წლის სტრატეგია, რომელიც საიას საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.  წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მომავალი სტრატეგიის შესრულებას საიას თითოეული წევრი უზრუნველყოფს.

საერთო კრებაზე ტრადიციულად ჩატარდა არჩევნები გამგეობის ახალი წევრების ასარჩევად.
კენჭისყრის შედეგად 21-კაციანი გამგეობა შვიდი წევრით განახლდა:


 
თამარ ხიდაშელი;
თამარ კორძაია;
გიორგი მშვენიერაძე;
დიანა ჟღენტი;
ლელა ტალიური;
თამარ ჩუგოშვილი;
გიორგი ჩხეიძე.

საერთო კრებაზე წევრებს საიას გამოცემებთან ერთად დაურიგდათ 2010 წლის წლიური ანგარიში, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში (2009 წლის ოქტომბერი - 2010 წლის ოქტომბერი) გაწეული საქმიანობა.