სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

26 ივნისი - საერთაშორისო დღე წამების წინააღმდეგ

2012-11-20 21:51
Featured image
1997 წლის 12 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეკომენდაციით 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს დღე წამების აღმოფხვრისა და 1987 წლის 26 ივნისს ამოქმედებული წამების საწინააღმდეგო კონვენციის ეფექტური მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით აღინიშნება.
 
26 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველ წელს  ტრადიციულად აღნიშნავს საერთაშორისო დღეს წამების წინააღმდეგ.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრადიციულად აქტიურად არის ჩართული წამების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგის პროცესში და ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმართება აქციები სხვადასხვა გზავნილებით.